The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი არობელიძე

ირაკლი არობელიძე
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2004  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "პრივოლჟტრანსმშენში" (რუსეთი), მონაწილეობდა ქალაქ სტალინგრადის (ამჟამად ვოლგოგრადის) აღდგენით სამუშაოებში, საიდანაც 1957 წელს გადაიყვანეს ქ. სემიპალატინსკში, საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N905 მშენებლობაზე (ატომური პოლიგონი); 1960 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ რუსთავის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ლითონკონსტრუქციების" უფროსად, ხოლო შემდეგ - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად, სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველად და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: