შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი არობელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სტალინგრადის საქალაქო მშენებლობისა და მეურნეობის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შენდეგ ქ. სტალინგრადის სამშენებლო ტექნიკუმში კითხულობდა ლექციებს სამშენებლო საქმისა და კონსტრუქციების სპეციალობაში. 1958 წლიდა მუშაობდა ქ. სემიპალატინსკში, სამშენებლო ტრესტ "სემიპალატინსკსამოქმრეწვმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1960 წლის ნოემბრიდან კი საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: რუსთავის N1 სამშენებლო ტრესტსა და ტრესტ "ორგტექმშენში" - სამმართველოს უფროსად; კურირებდა სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ "საქმშენბამს", რომელიც ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე აშენდა დაბა "ნია-გრუზინსკაიას"-ში (1975-1981წწ.) ასევე N6 სამშენებლო ტრესტს და N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენს; პროფესიული საქმიანობის შემდეგ პერიოდში მუშაობდა სს "ქალაქმშენის" სამსახურის უფროსად; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |