შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ აფაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. გაიარა პროფესიული დაოსტატების ყველა საფეხური: 1959-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; 1974-1997წწ. სპეციალიზებული ტრესტის მმართველად; შპს "საქაგრომშენსერვისის" გენერალურ დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა არაერთი სამრეწველო, სოციალური და სასოფლო დანიშნულების ობიექტის აგებასა და საექსპლუატაციოდ გადაცემას; ამ ობიექტებს შორისაა: ქიმიური კომპლექსები აბაშასა და ლანჩხუთში, ავტოტექმომსახურების სადგურები ყვარელში, ბოლნისში, თელავში, იგოეთში და ასევე, ასობით კილომეტრი სასოფლო გზა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.61; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.322 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |