Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ცოცხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს. მუშაობდა იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე. 1954-1960 წლებში იყო ამ ინსტიტუტის მანქანათბშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი, 1963-1966 წლებში ბომბეის (ინდოეთი) ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, 1970-1975 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროექტის დირექტორი ინდოეთში და ამავე ორგანიზაციის მთავარი ტექნოლოგიური მრჩეველი ინდოეთის განათლების სამინისტროში. 1980 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის კათედრის გამგეა. მისი შრომები ეხება წინასწარ გახურებული ლითონების ჭრის დამუშავების თეორიასა და ამ თეორიის საფუძველზე სპესიალური ლითონსაჭრელი ჩარხების შექმნას. მანქანათმშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.242; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |