შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ბარბაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხურა, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის საღამოს სწავლების ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1970 წელს. 1969-1981წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქუთაისის ლითოფონის ქარხანაში მუშად. მუშაობდა ქუთაისის სახლსაშენ კომბინატში მოპირკეთების ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1981-1982წწ. გაერთიანება "საქყოფრემმშენის" მარტვილის უბნის მშენებელ ოსტატად; 1982-1985წწ. ქუთაისის სარაიონთაშორისო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ. ასევე, საქართველოს ადგილმრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში, ქუთაისის უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1985-1988წწ. იყო ქუთაისის N21 სამშენებლო პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო სწავლების დარგში; 1988-2004წწ. სარემონტო-სამშენებლო ტრესტ "ავტორემმშენმონტაჟის" სამუშაოთა მწარმოებელი, ამავე ტრესტის N2 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 2004 წლიდან არის სს "იბერია-21"-ის (ყოფილი ტრესტი "ავტორემმშენმონტაჟი") სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.71
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |