შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ ბატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქსახპროექტი" და "კურორტპროექტი" - ტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში საპროექტო ინსტიტუტებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1995-2000წწ. მუშაობდა საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მუშა პროექტის დამუშავებაზე. პარალელურად მუშაობდა არქიტექტორ რევაზ ჯანაშიასთან ერთად სხვადასხვა ტაძრის პროექტის დამუშავებაზე; მის მიერ დამუშავებული კონსტრუქციული პროექტებით აშენდა ტაძრები: სენაკში, ზესტაფონში, ხულოში, ქედაში, შუახევში, დედოფლისწყაროში, მესტიაში, ლეჩხუმში, ახალციხეში, თბილისში და ა. შ.; იგი პარალელურად მუშაობს სამოქალაქო პროექტებზე. კერძოდ, მისი პროექტებით აშენდა საცხოვრებელი კორპუსები ქ. თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე, ვაშლიჯვარში, საბურთალოზე, ნაძალადევში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.72-73
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |