The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური კახიანი

კუკური კახიანი
ოფიციალური სახელი:მამია კახიანი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1980  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგგილი: ახალსენაკი (ახლანდელი ქ. სენაკი).

1932 წელს, თბილისის მე-4 შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სამრეწველო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს. 1936-1940 წლებში სწავლობდა I მუსიკალურ სასწავლებელში ფლეიტის კლასში. 1950 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტის ფლეიტის განყოფილება.

სწავლის პარალელურად, 1937-1943 წლებში, მუშაობდა  ს. შაუმიანის სახელობის სომხური და ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრების ორკესტრში. 1941-1942 წლებში იყო რადიოკომიტეტის, ხოლო 1942-1948 წლებში სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი. 1945 წლიდან მამია კახიანი მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 1948-1956 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, 1956 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1965 წელს გახდა დოცენტი, ხოლო 1973 წელს პროფესორის მოვალეობის შემსრულებელი. კონსერვატორიაში მუშაობის წლებში მან შექმნა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის-"გამები და არპეჯიო ფლეიტისათვის", "ტექნიკის სრულყოფის სავარჯიშოები" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.42;

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2617

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: