შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმი ბეგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1973 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1964 წელს; 1967-1973წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბომეურნეობის სამმართველოში; 1973-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეცმექანიზაციის ტრესტში - უფროს ინჟინრად; საქართველოს ვაჭრობის სამინჯისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა თბილისის სავაჭრო ბაზების ადმინისტრაციული, სასაწყობე და საწარმოო კორპუსების, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების მსხვილი ობიექტების (საქართველოს რაიონებში), გლდანში, თემქაზე, მუხიანში, ვარკეთილში, ვაზისუბანსა და ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში; არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოშო საომარ მოქმედებათა მონაწილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.76
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |