შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ბეზარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951 წლიდან მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: მეტალურგიის დარგში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა; 1961 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; 1962-1965წწ. ცენტრალური კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე (მრეწველობისა და მშენებლობის დარგში); ტრანსპორტისა და მრეწველობის განყოფილების გამგე; 1965 წლიდან სამეურნეო სამუშაოზეა: იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს ქიმიური მრეწველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილე; უშუალოდ ხელმძრვანელობდა კასპის ცემენტისა და შიფერის ქარხნების, თბილისისა და ლილოს საშენ მასალათა კომბინატების რეკონსტრუქციას, გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის, ჭოროხის, წყურგილის, იმირის, დარკვეთის, მარნეულის, ხრამის, ვარციხის არამადნეული ქარხნების, სამრეწველო-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების (თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში) მშენებლობას; მიღებული ჰონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.77-78 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |