შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბერეკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში სხვადასხვა თანამდებობაზე: საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1977 წლიდან იყო N4 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, ხოლო 1985-1989წწ. ქუთაისის სახლსაშენებელი კომბინატის დირექტორი; 1989-1999წწ. N4 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1991-1992წწ. ხელმძრვანელობდა მიწისძვრით დაზარალებულთა სამშენებლო კომპლექსს ქ. ონში; ეწეოდა შრომით საქმიანობას ქ. მოსკოვში შპს "ბემის" პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა ფირმებს "ვიტმა-1"-ს და "მინსკაია-2"-ს; 1993-2009წწ. ქ. მოსკოვში დასაქმებული ჰყავდა 2400-2500 ქართველი მშენებელი; მათი ოჯახის წევრებს ქ. მოსკოვში უფასო სამედიცინო დახმარების მიღებაში ეხმარებოდა; დიდ თანადგომასა და სპონსორობას უწევდა ქ. ქუთაისის სარაგბო კლუბ "აია"-ს, რომელიც არაერთგზის იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი; იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტისა და რესპუბლიკის მშენებელთა ასოციაციის წევრი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით, ასევე საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.80; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.66-68; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |