შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან გოგიტიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავერა პეტერბურგის უნივერსიტეტი. სწავლობდა ქ. ბათუმის სახელოსნო სასწავლებელში, შემდეგ ვაჟთა გიმნაზიაში; სიმღერა ბავშვობიდანვე იზიდავდა, გიმნაზიის გუნდში სოლისტ-მომღერლად ითვლებოდა, თან აქვე ლოტბარობასაც ეწეოდა; პეტერბურგში სწავლის პერიოდში ლოტბარობისკენ მიუწევდა გული სადაც დააარსა მომღერალთა გუნდი; მუსიკალური ცოდნის გასაღრმავებლად პარალელურად სწავლობდა პროფესორ ი. მელნიკოვის კერძო სტუდიაში; პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო, დემობილიზაციის შემდეგ ბათუმს დაუბრუნდა; სკოლებში მუსიკას ასწავლიდა, თან მხატვრულ თვითმოქმედებას აქცევდა ყურადღებას; 1927 წელს ბათუმის მუშათა ცენტრალურ კლუბში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ოთხხმიანი გუნდი; მას დიდ დახმარებას უწევდა მეუღლე ნინო მგელაძე, რომელიც გუნდს შესანიშნავ აკომპანეატორობას უწევდა; მალე გუნდი განათლების მუშაკთა საოლქო სახლს გადაეცა; გუნდი წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, მოსკოვში საკავშირო დათვალიერებაზე მეორე ადგილი დაიმსახურა; გუნდმა ორმოც წელზე მეტ ხანს იარსება; მასში წარმატებით მღეროდნენ ნ. ჭავჭანიძე, ე. მიქელაძე, ნ. შერვაშიძე, ნ. იმნაძე, ო. მახარაძე, ქ. ქავთარაძე, ე. გორგილაძე; ის ერთხანს მელიტონ კუხიანიძეს ეხმარებოდა კაპელის უკეთ მომზადებაში; უფროს მეგობარს ბევრ რამეში დაეხმარა, ხელი შეუწყო გურუგლი ხალხური სიმღერების უკეთ ათვისებაში; სამამულო ომის წლებში თბილისში ცხოვრობდა; ხალხური შემოქმედების სახლში მეთოდისტად მუშაობდა; რამდენიმე სეზონი ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში სამუსიკო ნაწილს განაგებდა, სპექტაკლებისთვის არჩევდა სიმღერებს; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აღიზარდენენ აჭარაში ცნობილი ლოტბარები: ვ. სადრაძე, ა. ანანიძე, ა. ბერაძე; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 75 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |