The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლომინ გუგუშვილი

ლომინ გუგუშვილი
Date of birth:1862
Date of death:1941  (at 79 years)
Category:Singer, Folklorist

Biography

ის იყო ძველი ხალხური სიმღერების დიდი მცოდნე; არ გამოეპარებოდა არც ერთი სასიმღერო ჰანგი, ერთი მოსმენით ითვისებდა სიმღერის სამივე ხმას; საქვეყნოდ ცნობილია "კუჩხი ბედინერის", "ოდოიას", მეგრული "ზარის"(სიმღერით დატირების) და სხვა პოპულარული ხალხური სიმღერების ლომინისეული ვარიანტები; მასწავლებელთა მასწავლებელი - ასე ეძახდნენ მას სამეგრელოში; ძუკუ ლოლუა თავის მასწავლებლად მიიჩნევდა; გრიგოლ კოკელაძემ და სხვა კომპოზიტორებმა მრავალი სიმღერა ჩაწერეს მისი რეპერტუარიდან; სამოცი წლის იყო სამოღვაწეო სარბიელზე რომ გამოიყვანეს; გუნდის ხელმძღვანელ-კონსულტანტად დანიშნეს, ხოლო შემდეგ, 1925-1926წწ. მიიწვიეს აბაშის რაიონის გუნდის ხელმძღვანელად, ამ გუნდით მან მონაწილეობა მიიღო 6 წლის შემდეგ ქალაქ ზუგდიდში გამართულ სამეგრელოს რაიონთაშორისო ოლიმპიადაში, სადაც პირველი ხარისხის ჯილდო მიენიჭა; ამის შემდეგ გუნდმა მრავალი კონცერტი გამართა დასავლეთ საქართველოს დაბა-ქალაქებში; იგი თბილისში გამოსვლაზე ოცნებობდა და მალე ამის შესაძლებლობა მიეცა; მეორე, მესამე და მეოთხე ოლიმპიადების მონაწილე გახდა; რეპერტუარის სიმდიდრე და მისი ზუსტი ხალხური შესრულება განაპირობებდა გუნდის წარმატებას; მან ღრმა შთაგონებით, სიმღერების უნაკლო ცოდნით ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართულ ხალხურ სიმღერას; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 80


Share: