შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დეისაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1918-1926 წლებში სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია, 1928-1930 წლებში სწავლობდა ქუთაისის თეატრის ექსპერიმენტულ სტუდიაში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. 1931 წლიდან იყო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათა (ს. მთვარაძის "აურიე რგოლი"), ხუტა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კლიმკა (ნ. ოსტროვსკის "პავკა კორჩაგინი"), ბაადური (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ყარამანი (კ. გოგიჩაიშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), მალხაზი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), პეტროვიჩი (ი. არაყიშვილის "თამარის ბაქანი"), ქოქიაშვილი, სერგეი(გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), კოჩია, ჯაშუში (გ. ბერძენიშვილის "მშვიდობის მტრედები", "აჭარის მთებში"), ტიტიკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კორესპონდენტი (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), ყარამანი, კაკო (გ. ნახუცრიშვილის "პატარა მეგობრები") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.60 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |