შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ფოცხვერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. შორაპნის შვიდწლედის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ამიერ კავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტექნიკუმში(1930-1936). 1936-1940 წლებში მღეროდა დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში(ხელმძღვანელი კ. პაჭკორია), ხოლო 1941-1945 წლებში შინსახკომის ჯარების ანსამბლში(ხელმძღვანელი ს. გველესიანი). 1945-1962 წლებში ვალერიან ფოცხვერაშვილი იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი. მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნების დეკადაში მოსკოვში 1937 და 1958 წლებში. 1962 წლიდან იყო ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "სინათლის" სოლისტი. 1976 წლიდან, პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ანსამბლში. ასრულებდა სიმღერებს: "იმერული მგზავრული", "კეისრული", "ოდოია", "სისა ტურა", "სიმღერები შრომის გმირებზე(ნ. ხურციას დამუშავებით) და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.70 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |