The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ბერიძე

ვიქტორ ბერიძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭიხასულა, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1975წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმშენპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1978წწ. სამშენებლო ტრესტ "საქენერგომშენის" საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად, გეოტექნიკური სამსახურის უფროსად; 1980-1982წწ. გაერთიანება "საქსოფლმონტაჟკომპლექტის" N8 სპეციალიზებულ მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში; 1982-1985წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში უბნის უფროსად; 1985-1990წწ. იყო რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქსაკოლმშენის" უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერიმენტულ საშენ მასალათა კომბინატის დირექტორის მოადგილე, დირექტორი; 1995-1996წწ. საქართველოს რკინიგზის სამშენებლო ტრესტის სამშენებლო ნაკეთობათა საწარმოს დირექტორი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.82


გააზიარე: