შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბერულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ენერგეტიკის ინსტიტუტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1958 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ სამშენებლო გაერთიანება "საქსოფლელექტრომშენის" სამშენებლო ტრესტში "ჯირხვაჰესის" მშენებლობაზე, ჯერ მშენებელ ოსტატად, შემდეგ კი სამუშაოთა მწარმოებლად; 1960 წელს გადაიყვანეს საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, ინსტრუქტორად, მშენებლობის დარგის კურატორად; 1969 წლიდან იყო სოხუმის პარტიული და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; 1964-1980წწ. მუშაობდა კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტში, ჯერ განყოფილების გამგედ, ხოლო შემდგომ ქალაქკომის მდივნად მშენებლობის დარგში; 1980-1986წწ. იყო პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1986-1988წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგში; 1998-2004წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მთავარ კონსულტანტად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.85-86 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |