შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1928 წელს. იაკობ ნიკოლაძის მოწაფე. უმთავრესად პორტრეტის ჟანრში მუშაობდა. მისი პორტრეტები ინტიმური და ლირიკულია; ფორმები რბილია და განზოგადებული. ნამუშევრები: ე. ნინოშვილის (თაბაშირი, ამჟამად დაკარგულია, 1934), კ. მარჯანიშვილის (მარმარილო, 1935) ბიუსტები; დ. გველესიანის (ქვა, 1926), ა. ღარიბჯანიანის (მარმარილო, 1926), ნ. თამამშევას (თაბაშირი, 1926), მ. მაიერის (მარმარილო, 1927), ი. თოიძის (თაბაშირი, 1928), ს. ინაშვილის (მარმარილო, 1929), შ. მამალაძის ( მარმარილი, 1930- ყველა საქართველოს ეროვნული მუზეუმი) პორტრეტები: ''სვანი'', ''სვანი ქალი'' (ორივე ბრინჯაო, 1932) და სხვა. იგი მხატვრულად აფორმებდა სპექტაკლებსაც. ქართველი საბჭოთა მოქანდაკე. პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308; http://kvira.ge/337554
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |