The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მირცხულავა

ლევან მირცხულავა
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1934
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 2013  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა : სოხუმის ქართულ დასში(1957-1962წწ. რეჟისორად, 1962-1965წწ. მთავარ რეჟისორად), მარჯანიშვილის(1965-1968წწ. რჟისორად, 1968-1970წწ. მთავარ რეჟისორად), რუსთაველის(1970-1975წწ.), რუსულ მოზარდ მაყურებელთა(1975-1981წწ. მთავარ რეჟისორად), გრიბოედოვის(1988-1990წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად), ფოთის(1985-1988წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად) თეატრებში. ლ. მირცხულავა 1981-1988 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი. აქ მოღვაწეობის დროს მან მრავალი მნიშვნელოვანი კონცერტი მოამზადა, ათი წლის მანძილზე უძღვებოდა სახალხო ზეიმ "თბილისობას". 1994-2000 წლებში იგი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის მრავალი წლის მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ  ინსტიტუტში, 1984 წელს აირჩიეს სამსახიობო ოსტატობის კათედრის პროფესორად, ხოლო 1992 წლიდან ამავე კათედრის გამგედ. 1995 წელს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე იგი დაინიშნა რექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე. რექტორად მუშაობის პერიოდში ლევან მირცხულავამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის ორგანიზაციული, სტრუქტურული, აკადემიური და მატერიალურ - ტექნიკური პრობლემების გადასაწყვეტად. მისი რექტორობის პერიოდში ხელოვნების ინსტიტუტმა არამარტო ბათუმში, საქართველოში დაიმკვიდრა ერთ - ერთი მოწინავე უმაღლესი სახელოვნებო საგანმანთლებლო  დაწესებულების ადგილი. იმავე პერიოდში  ლევან მირცხულავა სათავეში ედგა დრამისა და რეჟისურის კათედრას. გამოშვებული ჰყავს არაერთი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფი. მისი ხელმძღვანელობით დადგმული სადიპლომო სპექტაკლები შევიდა ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარში.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.33;

http://batu.edu.ge/main/page/1384/index.htmlhttp://old.batu.edu.ge/index.php?rf=shownews&news=294&lang=ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1970 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

გააზიარე: