The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბიუსი

ირაკლი ბიუსი
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2002  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადსგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1945 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა ლენინგრადის ხიდების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1954-1994წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე, ეწეოდა სამეცნიერო კვლევებს ხიდების დინამიკისა და გამოცდის დარგში; 1980-1994წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საკონსტრუქციო ბიუროში მონაწილეობდა კოსმოსური ანტენის შექმნაში; 1970 წლიდან იყო საკავშირო (შემდეგ - რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის საპასუხისმგებლო საინჟინრო ნაგებობათა მდგომარეობის შეფასების მეთოდების დამმუშავებელი კომისიის მუდმივი წევრი; 1969 წლიდან ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრის დოცენტის თანამდებობაზე მუშაობდა; გამოქვეყნებული აქვს 146 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე - გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში, მათგან 11 გამოიცა ქართულად; არის ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოქვეყნებული სამი სტატიის  ავტორი, შესრულებული აქვს 100-ზე მეტი კვლევა საქართველოს და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების სახალხო მეურნეობისათვის, რომლებიც დანერგილია პრაქტიკაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა  1959 წელს).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.90; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 165

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: