შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბოკერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1941წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ორგანიზაციებში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (სამხედრო სამსახური ბერლინში დაასრულა); 1945-1953წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N27 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ტყვარჩელის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1953-1965წწ. N7 სამშენებლო ტრესტ "შახტმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1965-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1981-1987წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო დამკვეთის, ექსპერტიზისა და ხარჯთაღრიცხვო სამსახურის უფროსი; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა, სახელმწიფო არქივისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობები, მეცნიერებათა აკადემიის ობიექტები, საქართველოს ენციკლოპედიისა და გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობები, ადმინისტრაციული სახლი ინგოროყვას ქუჩაზე, აღდგა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები საბრძოლო და შრომითი მამაცობისა და თავდადებისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.94-95 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |