შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1925 წელს, ხოლო 1929 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სამშენებლო განყოფილება ჰიდრომშენებლობის სპეციალობით. 1929-1936წწ. მუშაობდა "რიონჰესის" მშენებლობაზე, თავდაპირველად სამუშაოთა მწარმოებლად, შემდგომ უბნის უფროსად და ბოლოს სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1936-1941წწ. სამხედრო სამსახურში იყო და ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების ობიექტების სამშენებლო უწყებას; 1941-1949წწ. მუშაობდა ქალაქ ქუთაისში მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1949 წელს გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში სამშენებლო ტრესტის (ყოფილ "საქმშენი") მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1953 წლამდე; 1953 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1969 წალს დაინიშნა "საქენერგოს" სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.96 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |