The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ ბოჭორიშვილი

ფრიდონ ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1969 წლიდან 1971 წლამდე იყო სავალდებული სამხედრო სამსახურში; ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთავის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ცენტრმეტალურგმშენში" რიგით თანამშრომლად, შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. რუსთავის N1 სამშენებლო ტრესტის N6  სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაო მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1987-1989წწ. ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო, ხოლო 1989 წელს სამმართველოს უფროსად დაინიშნა; 1992 წლიდან მოსკოვში გადავიდა და 2007 წლამდე მუშაობდა შპს "სტროიალიანსის" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს, ბაგა-ბაღებს და სკოლებს; 2010 წლიდან დღემდე იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის ზოგად-საინჟინრო ბატალიონში მსახურობს, იყო ოცეულის მეთაური, სამშენებლო სამმართველოს უფროსია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.98


გააზიარე: