The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბოჭორიძე

თამაზ ბოჭორიძე
ოფიციალური სახელი:თადეოზ ბოჭორიძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2008  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისში.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სატყეო მეურნეობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1961 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხის მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალობით 1968 წელს.

1961-1965წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში ინჟინერ-ტექნიკოსად; 1966 წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ხის დამამუშავებელი კომბინატის საამქროს უფროსად; 1968-1996წწ. ამავე საწარმოს, შემდეგ კი გაერთიანება კომბინატ "მშენებლის" დირექტორად; 1996 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა მის მიერ დაარსებულ სააქციო საზოგადოება "მუხას"; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ხის ნაკეთობებით საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის დაკომპლექტებას; მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის აღდგენით სამუშაოებში, სასტუმრო "ივერიისა" და ა. გრობოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მშენებლობაში; როგორც ქველმოქმედი, აქტიურად იყო ჩართული ფარახეთის, ალვანის, ნიკორწმინდის, კვირაცხოვლისა და თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ეკლესიების აღდგენაში. 2001 წელს გახდა საქართველოს წარჩინებული ბიზნესმენი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.98; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: