The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელერი ბუბაშვილი

ელერი ბუბაშვილი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2008  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბომომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1960 წელს.

1960-1966წწ. მუშაობა თბილისის საკოლმეურნეო ბაზრების სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო კანტორაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1974წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს თბილისის სამშენებლო უბნის უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1979-1981წწ. სამტრედიისა და ცხაკაიას (სენაკის) სამმართველოს უბნის უფროსი; 1981-1982წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1 და N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1982-1990წწ. სათავეში ედგა რესპუბლიკური სასოფლო-საწარმოო გაერთიანება "თავთავის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს; 1990-2001წწ. საქართველოს ი. ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს; 2002 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მცხეთისა და შიდა ქართლის სარაიონთაშორისო სამშენებლო ორგანიზაციას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.100-101


გააზიარე: