The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა როშჩეპკინა

დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1914  (109 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1932 წელს.

1932-1963 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1932-1987 წლებში ასწავლიდა ბავშვთა ცენტრალურ სპორტულ სკოლაში. 1963-1968 წლებში მუშაობდა კუბაში, იყო ჰავანის ნაციონალური ბალეტის თეატრის ქორეოგრაფ-კონსულტანტი. 1971-1974 წლებში იმყოფებოდა ალჟირში. მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ალჟირის ნაციონალური საბალეტო სკოლა. ნადეჟდა როშჩეპკინა ასრულებდა სოლო ცეკვებს ოპერებში: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"; მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"; დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"; მ. იპოლიტოვ-ივანოვის "ღალატი"; ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"; ი. ტუსკიას "სამშობლო"; ჯ. ვერდის "აიდა", "ტრავიატა" და სხვ. მონაწილეობდა საბალეტო სპექტაკლებში: გრ. კილაძის "სინათლე", დ. თორაძის "გორდა", "მშვიდობისათვის", პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", ბ. ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი", ლ. მინკუსის "დონ-კიხოტი" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.74

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: