შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ბუზალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ქარელი, ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში". ჯერ იყო ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, შემდეგ საბინაო მშენებლობის სამმართველოს მშენებელი ოსტატი; 1963 წელს გადაიყვანეს ქიმიური ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1966 წელს სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1970 წლიდან მუშაობდა მოსკოვში "გლავმოსსტროის" ("მთავარმოსკოვმშენი") სისტემაში; ამ პერიოდში მუშაობა უხდებოდა საზღვარგარეთ მშენებარე ობიექტებზე (ირანი, ინდოეთი, ავღანეთი); 1975 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტში; 1977-1982წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით გაგზავნილი იყო ჩინეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწისძვრით მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის სამუშაოებში დახმარების გაწევის მიზნით; 1982-1985წწ. მუშაობდა N14 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველო "ფუნდამენტმშენის" უფროსად; 1985-1989წწ. იყო სამშენებლო მატარებელ "ტიუმენმშენის" უფროსი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.102 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |