შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ბულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1943 წელს. 1943-1965წწ. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროების სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1965-1969წწ. იყო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" მმართველო; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში, სადაც მუშაობდა 1973 წლამდე; შემდეგ გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველად; ასევე, იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტის მმართველი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მრავალი მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, როგორებიცაა: ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსი 3000 ადგილზე, სენაკის ხალიჩების კომბინატი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქობულეთისა და ჯვარის ჩაის ფაბრიკები, გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხანა, კაჭრეთის წისქვილკომბინატი, გამარჯვების მეფრინველეობისა და მეცხოველეობის კომპლექსები; ასევე, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები - თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, გაგრაში, გუდაუთაში, თელავში, საგარეჯოსა და მარნეულში; იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისი ხელმძღვანელობითაც, პირველად საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც, განხორციელდა ანაკრები რკინაბეტონის კარკასული მაღლივი ნაგებობების მშენებლობა სეისმური ზემოქმედების ზონაში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.102-103 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |