The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ბულია

კარლო ბულია
დაბადების თარიღი:1940  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰოდროპროექტში", საიდანაც "ენგურჰესის" მშენებლობაზე გადაიყვანეს უბნის უფროსად; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ტრესტ "წყალმშენის" სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი იმავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტრესტ "კოლხეთმშენის" გალის სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ხოლო 1986-1993წწ. ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველი იყო; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით სამგორის ველსა და კოლხეთის დაბლობზე სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.103

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    სამგორის ველსა და კოლხეთის დაბლობზე სამელიორაციო სისტემების მშენებლობისათვის
  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს საპატიო სიგელი
    სამგორის ველსა და კოლხეთის დაბლობზე სამელიორაციო სისტემების მშენებლობისათვის

გააზიარე: