შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბურდულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაგზაო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა. 1987-1992წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების კათედრასთან არსებული სტუდენტთა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 2000-2007წწ. საავტომობილო გზების კათედრის გამგე; 2007-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო განყოფილება, მოწვეული ექსპერტი; მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორია, ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სრული პროფესორი; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში საავტომობილო გზებისა და აეროდრომების დაპროექტების, მშენებლობის დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და ექსპერტიზის კუთხით; არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 5 წიგნის და 5 გამოგონების ავტორი, აკადემიკოსი; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია 5 სადოქტორო დისერტაცია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით "საშენი მასალები და ნაკეთობები" 1992 წელს, ხოლო 2006 წელს სადოქტორო დისერტაცია ამავე სფეროში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.104 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |