Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ფხაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ფარცხანაყანევი, ქუთაისის რაიონი. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, საშუალო განათლება კი ქუთაისის ქალთა II გიმნაზიაში; 1922 წელს დაამთავრა ტექნიკუმი. სცენაზე პირველად გამოვიდა ბათუმში 1922 წელს, რკინიგზის კლუბთან არსებულ დრამატული კოლექტივის წარმოდგენაში, სადაც 1930 წლამდე იმუშავა. პარალელურად სწავლობდა ბათუმში არსებული მუსიკალური სტუდიის ვოკალურ კლასში; 1930-1932წწ. ბათუმის თეატრის მსახიობია, 1932-1935წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც ამავე თეატრში განაგრძო მოღვაწეობა; 1937 წლიდან კვლავ ბათუმის თეატრშია. შესრულებული აქვს 120-მდე როლი. მათ შორის აღსანიშნავია: ნუცა (ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), დარო (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), ფოფოდია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ოლღა (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), კატუშა (ა. შერვაშიძის "მზე"), ფეფელა (ა. ეკალაძის მიერ გადმ. "სიყვარულზე ძლიერი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კლავდია (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინების ოჯახი"), პოშლიაკინა (ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.15 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |