The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა წულუკიძე

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1656
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

1610-იან წლებში, მეფისაგან შერისხული, ოდიშის სამთავროში გადაიხვეწა. დადიანმა ზუგდიდის მახლობლად ადგილ-მამული უბოძა, რომელსაც შემდეგ"'ნაწულუკუ" (წულუკიძის ნაქონი) ეწოდა. პ. წულუკიძე დადიანის პირველი ვეზირი გახდა. იგი უფრო მეტად ამწვავებდა ურთიერთობას გიორგი III -სა და ლევან II დადიანს შორის და დადიანს იმერეთის სამეფოს მიმართ აგრესიისაკენ აქეზებდა. იგი ქართველ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფში იყო, რომელიც კახთა მეფე თეიმურაზ I-ისა და მისი მომხრე გიორგი III-ის წინააღმდეგ იბრძოდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის მატერიალურ უზრუნველყოფაში, რის გამოც ის გამოსახულია ამ მონასტრის კედელზე. ბოლოს კათოლიკობა მიიღო. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, "წუწკად" წოდებული. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.349


გააზიარე: