The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამზირა ჩხეიძე

ლამზირა ჩხეიძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 2023  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1951 წელს.

1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია (კ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), ქეთო (ვ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები"), ანგელა (გ. სევასტიკოგლეს "ანგელა"), ტანია (ო. ჩიჯავაძის "პირველი მერცხლები"), ციური (გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ივლიტე ბოსტოღანაშვილი (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მზია (გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები"), ოფელია (შექსპირის "ჰამლეტი"), ანგუსტიასი (გ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მადლენა ბეჟარი (მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება"), ცოლი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვ. შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში. საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.80; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: