The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კობახიძე

დაბადების თარიღი:4 მარტი, 1885
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1947  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

სწავლობდა რკინიგზის სასწავლებელში, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიის კერძო კურსებზე. ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო თეატრით; აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში; 1903 წელს შეეცადა რევოლუციური თატრალური ჯგუფის ჩამოყალიბებას; მართავდა წარმოდგენებს მუშებისათვის, დგამდა სოციალური შინაარსის პიესებს; თებერვლის რევოლუციის შემდეგ შექმნა რევოლუციური მიმართულების მოძრავი თეატრი - პროლეტარული მოგზაური დასის ("დემოსის") სახელწოდებით; 1923 წელს მისი ინიციატივით, შემოქმედებითი კადრების შექმნის მიზნით შეიქმნა ტექნიკუმი, რომლის ბაზაზე 1924 წელს გაიხსნა "პროლეტკულტის "წითელი თეატრი", რომელმაც 1926 წლამდე იარსება; აქ მან განახორციელა: ვერჰარნის "რიჟრაჟი", სპექტაკლი "აჩრდილი დადის ევროპაში", ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"; 1929-1937წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ მოძრავ საკოლმეურნეო თეატრს; 1933 წელს ჩამოაყალიბა თეატრი მესტიაში; იყო მთელი რიგი სარაიონო თეატრების ხელმძღვანელი; ბოლო წლებში აწყობდა მოძრავ ჯგუფებს კოლმეურნეობების კულტურული მომსახურების მიზნით; დაწერილი აქვს წიგნი "იატაკქვეშა თეატრი". იგი ქართული რევოლუციური თეატრის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.19; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 565.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1929 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: