The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა თოდუა

დაბადების თარიღი:1894  (131 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სამუსიკო სასწავლებელში (თეორიული საგნები); უმაღლესი ცოდნა კიევსა (ეკონომიური) და თბილისშიმ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური) მიიღო.

სემინარიაში სწავლის პერიოდში მოიხიბლა ნიკო სულხანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნებით, ამრიგად, თავიდანვე სიმღერის სიყვარულმა გადაწყვიტა მისი მომავალი პედაგოგიური მოღვაწეობა; სემინარიაშივე ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა; მოღვაწეობის დასაწყისში სამტრედიის რკინიგზის კლუბთან ჩამოაყალიბა ოთხხმიანი მომღერალთა გუნდი, რომელიც კლასიკურ და ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდა როგორც სამტრედიაში, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა დაბა-ქალაქებსა და სოფლებში; გუნდის რეპერტუარს თავისივე სიმღერებით ამდიდრებდა: "აღარ მიყვარხარ", "მიყვარდა", "ნუ თვალთმაქცობ", "მზეთა-მზე"; ახალგაზრდობაშივე სამტრედიის რკინიგზის სკოლაში შექმნა ლიტერატურული წრე; მომდევნო წლებში გამოსცა სკოლის ხელნაწერი ჟურნალი "ნორჩი მნათობი"; მალე იუმორისტული ჟურნალის "შოლტის" ბეჭდვასაც შეუდგა; ჩამოაყალიბა დრამატული წრე და მოწაფეთა მონაწილეობით გამართა წარმოდგენები; 1927 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა; რკინიგზის სკოლასა და სასოფლო-სამეურნეო მუშფაკში მასწავლებლობის დროს ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი;  თბილისში ყოფნისას ახალი სიმღერები შექმნა: "მთის წყარო", "სატრფიალო", "ფეერია"; დაწერა სიმღერები გ. ლეონიძის, ა. სანიძის, კ. ბობოხიძის ლექსებზე; საინტერესო ხალხური სიმღერები გამოავლინა და კვარტეტების რეპერტუარში შეიტანა, ესენია: "გოგის ცხენი", "ნანი-ნანა"; მასწავლებლის სახლის კაპელაში რიგით მომღერლად იმუშავა და ახალგაზრდებთან ერთად სახლის თვითმოქმედების განვითარებას სიმღერითაც შეუწყო ხელი, გვერდში ამოუდგა კაპელის ლოტბარს ავთანდილ განუგრავას; რადიოგადაცემებში ხშირად გაისმოდა მელოდიური ჰანგები მისი ხელმძღვანელობით არსებული ქალთა და ვაჟთა კვარტეტების შესრულებით; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 102


გააზიარე: