Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალენტინა სავანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1923 წელს დაამთავრა ქალთა სასწავლებელი (რომელიც ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა). სცენაზე პირველად გამოვიდა მოწაფეობის პერიოდში რკინიგზელთა კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენაში და შეასრულა ნინოს როლი ალ. ყაზბეგის "არსენაში". ამის შემდეგ სისტემატურად იღებდა მონაწილეობას იმავე დრამწრის წარმოდგენებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1923), ჭიათურის (1923-1929), წითელწყაროს (1930-1931), ტყიბულის (1931-1932) თეატრებში; 1933-1935წწ. - ჭიათურის ცენტრალურ მუშათა კლუბსა და მაღაროების კლუბის დრამწრეში; 1935 წლიდან იყო ჭიათურის თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს 60-მე როლი. მათ შორის აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ხანუმა (აქვ. ცაგარელის "ხანუმა"), ქრისტინე (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), მელანო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), პელაგია (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), შაბლოვა (ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული"), დარიკო (ვ. სვარკინის "ნაბიჭვარი"), აგლია ივანოვა (ს. მიხალკოვის "კიბოები"), ბიანკა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), პასკვალა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), რაინა (ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე") და სხვა. ძირითადი მისი ცხოვრება და საინტერესო შემოქმედება ჭიათურის თეატრში გატარებულ წლებს უკავშირდება, სადაც მან სცენურ სახეთა მთელი გალერეა შექმნა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.34. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |