შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იადვიგა მაქსიმოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვილნო(ლიტვა). 1927 წელს დაამთავრა მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო მსახიობად თბილისის მუშათა თეატრში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოსკოვის კორშის(1928-1930), მოსკოვის მუშათა სამხატვრო(1930-1935), მოსკოვის ერმოლოვას სახელობის(1935-1936), ყაზანის(1936-1937), ოდესის(1937-1939), კიევის წითელი არმიის(1939-1942), დნეპროპეტროვსკის(1942-1944), კიევის ლესია უკრაინკას სახელობის(1944-1945), ვილნიუსის(1946-1947), ტულის(1947-1949) თეატრებში. 1949-1964 წლებში მუშაობდა ერთ-ერთ წამყვან მსახიობად თბილისის გრიბოედოვის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მილფორდი(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), სონია(ნ. პოგოდინის "არისტოკრატები"), დედოფალი(ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ჰერდრუტა(ო. ბალზაკის "დედინაცვალი"), მარგარიტა(ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), დედოფალი(შექსპირის "ჰამლეტი"), იულია(ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი"), კომისარი(ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), ელისაბედი(ვ. დარასელის "კიკვიძე"), ანა კარენინა(ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.91;საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.581 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |