შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ტაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი. სოფელ ვან-ზომლეთის (ჩოხატაურის რ-ნი) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1957-1961წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1961-1980 და 1992 წლიდან), თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატულ (1980-1992) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - ბათუმის თეატრში: ტიბორ ტამანოვი (ო. დგებუაძის "განთიადის დედოფალი"), ისკანდერი (მ. ბაიჯიევნის "დუელი"), ჰერცოგი ორსინო (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), ევდოკიმოვი (ე. რაძინსკის "კიდევ ერთხელ სიყვარულზე"), ჰემონი (სოფოკლეს "ანტიგონე"), კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ჯოყოლა (ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ხლუდოვი (მ. ბულგაკოვის "სრბოლა"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა.; თბილისის ს. ახმეტელის სახელმწიფო თეატრში: გემის მეთაური, წინამძღოლი (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), მუსა (ვაჟა-ფშაველას "მთანი მაღალნი"), ნიკოლოზ ფალავანდიშვილი (გ. ბათიაშვილის "1932 წელი"), სგანარელი (მოლიერის "ძალად ექიმი"), იულიუს კეისარი, ბრუტოსი (შექსპირის "იულიუს კეისარი"), საგადეევი (აბდულინის "უკანასკნელი პატრიარქი"), ანგი (ო. იოსელიანის "ყრუ ღმერთები"), ინსპექტორი (ფ. მარსოს "ბიჭუნა"), დავით მეფე (ა. კაკაბაძის "დემეტრე მეორე") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.44. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |