The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის გადელია

ბორის გადელია
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიულ-სამშენებლო ტექნიკუმი 1955 წელს, ხოლო 1961 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

ჯერ კიდევ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს მუშაობდა აბაშისა და გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილი) სარაიონთაშორისო სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან სამუშაოდ გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ჯერ ხობის, შემდგომ მარნეულის სამშენებლო სამმართველოებს; მისი მონაწილეობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა არაერთი მნიშვნელოვანი სასოფლო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტი დასავლეთ საქართველოში და ქვემო ქართლის რეგიონში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.116

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: