The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ გადელია

დემურ გადელია
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტი 1965 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1986 წელს; თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი სპეციალობით საბანკო საქმე და კრედიტები.

1965 წელს მუშაობა დაიწყო სენაკის სოფლის მეურნეობის საწარმოო სამმართველოში და პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; 1975 წლიდან საქართველოს სოფლილს მეურნეობის სამინისტროს სენაკის 2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა, ხოლო შემდეგ დააწინაურეს მექანიზაციისა და ავტოსატრანსპორტო გაერთიანების უფროსად (1977-1980წწ.); 1980 წელს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისრტოს სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, ხოლო 1982 წლიდან - საავტომობილო გზების მშენებლობის გაერთიანების უფროსად; 1982-1992წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გზათა სამშენებლო და სატრანსპორტო გაერთიანება; 1992-1995წწ. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე შექმნა აგრო-სამშენებლო კომპანია "სენაკი" და მისი გენერალური დირექტორი იყო; პროფესიული საქმიანობის პარალელურად დაეუფლა საბანკო სპეციალობას; გამოქვეყნებული აქვს ოთხი სამეცნიერო ნაშრონი და რამდენიმე საავტორო წიგნი; აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისა და დარგის აღორძინების საქმეში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა სოფლის მეურნეობის დარგის არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №64 სენაკის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №64 სენაკის საარჩევნო ოლქიდან. დაამთავრა საქართველოს ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.116-117; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.105; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.189

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტის კონტროლის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (2002-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (1999-2004)
  • საქართველოსმე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოსმე-4 მოწვევის პარლამენტის აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, წევრი (1996-1999)
  • საქართველოსმე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოსმე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: