The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თოფაძე

დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1973  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის ორ მუსიკალურ სასწავლებელში, ერთში ვოკალურ ხელოვნებაში იღრმავებდა ცოდნას, ხოლო მეორეში სოლფეჯიოს, თეორიას და მუსიკის ისტორიას ეუფლებოდა.

სიმღერას ასწავლიდა ყაზბეგის საშუალო სკოლაში, შემდეგ პირველ და მეორე მუსიკალურ სასწავლებელში; სწავლის შემდეგ ისევ მშობლიურ ყაზბეგს დაუბრუნდა; ოცდაათი წლისამ ყაზბეგის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში დაიწყო მუშაობა კონცერტმაისტერად; შემდეგ მოხევეთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა; 1951 წელს დამოუკიდებლად უხელმძღვანელა რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; მომდევნო წელს კი, ანსამბლის რეორგანიზაციის შემდეგ, ყაზბეგის რაიონის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა; მონაწილეობდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და ფესტივალებში; ანსამბლის წევრები გამოდიოდნენ ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსებზეც; 1954 წელს თბილისში მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის ანსამბლი დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ასევე მიღებული აქვს პირველი და მეორე ხარისხის მრავალი დიპლომი და სიგელი; ნინო თოფაძემ მრავალი მოხევური ხალხური სიმღერა გამოავლინა, მშობლიური კუთხის ჰანგებზე შექმნა ისეთი სიმღერები, რომელთაც ასრულებდა როგორც ანსამბლი, ისე სკოლის გუნდი (მას 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა); მისი მდიდარი რეპერტუარიდან მრავალი სიმღერა ჩაწერილია საქართველოს რადიოკომიტეტის მიერ და მათ ხშირად გადასცემენ; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 103


გააზიარე: