შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჭანკოტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდამშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა 1927 წელს. 1927-1931 წლებში მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში; 1938-1941 და 1951-1965 წლებში იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი; დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას. 1946 წლიდან სსრკ სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. დაჯილდოებულია 7 ორდენით, მათ შორის გრიუნვალდის ჯვრის ორდენით და მედლებით. ავიაციის გენერალ-მაიორი (1944). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |