Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ჭანკოტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდამშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა 1927 წელს. 1927-1931 წლებში მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში; 1938-1941 და 1951-1965 წლებში იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი; დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას. 1946 წლიდან სსრკ სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. დაჯილდოებულია 7 ორდენით, მათ შორის გრიუნვალდის ჯვრის ორდენით და მედლებით. ავიაციის გენერალ-მაიორი (1944). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |