Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ქოჩორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის მე-3 საცდელი სკოლა. თეატრალური განათლება არ მიუღია. 1945 წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუფიმი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოფიცერი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), რომეო, მწყემსი, ლორდ გრეი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "ანტონიუსი და კლეოპატრა", "რიჩარდ III"), ოსიკო (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ეშრეფი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), შერმადინი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ფრანკი (თ. დრაიზერის "ამერიკული ტრაგედია"), ჩინო (გ. მდივნის "კონსული მოიპარეს"), კოსტაია (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჯაკომო ფრანჩი (ე. დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), სოსიკა ("ძველი ვოდევილები"), კაც აძბა (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), ვასილა (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), ბაბერლეი ("ჩარლის დეიდა") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "აკაკის აკვანი" (აკაკი წერეთელი-ჭაბუკი, 1947), "თვალი პატიოსანი" (1976), "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.45; ეროვნილი ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |