The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო კალანდაძე

დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1905
გარდაცვ. თარიღი:1973  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი.

პირველად სცენაზე 1921 წელს გამოვიდა სასკოლო წარმოდგენაში. შემდეგ მონაწილეობას იღებდა ჩოხატაურის და სხვა დრამწრეთა წარმოდგენებში; 1925 წელს, ოზურგეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წელს სწავლას თავი დაანება და მსახიობად დაიწყო მუშაობა თბილისის სატირის თეატრში, სადაც 1930 წლამდე იმუშვა; 1930-1931წწ. სოხუმის პროფსაბჭოს თეატრის მსახიობი; 1931-1936წწ. ცხაკაიას დრამწრის მსახიობი; 1936-1939წწ. ცხაკაიას თეატრის მსახიობი და დამდგმელი რეჟისორი; 1949 წლიდან ცხაკაიას კულტურის სახლში დრამ-კოლექტივის ხელმძღვანელი და მსახიობი. შესრულებული აქვს 80-მდე როლი. მათ შორის აღსანიშნავია: ლევანი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ყვარყვარე ათაბაგი (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ზაქარია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ონისე (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა; დადგმული აქვს: გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი", ვ. კანდელაკის "ამაღლებული სოფელი", ალ. ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი", შ. დადიანის "გეგეჭკორი", ა. წერეთლის "პატარა კახი", ბ. ლავრენიოვის "რღვევა" და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: