The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გარდაფხაძე

ლევან გარდაფხაძე
დაბადების თარიღი:1941
გარდაცვ. თარიღი:1997  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1971 წელს დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1971-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი; 1972-1975წწ. მივლინებით მუშაობდა ერაყის რესპუბლიკაში ობიექტის მთავარ ინჟინრად; 1975-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტექნოლოგიურ ტრესტ "ორგტექმშენის" მთავარ სპეციალისტად; 1976-1979წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მსხვილი საკედლე ბლოკების ქარხნის დირექტორი; 1979-1982წწ. მივლინებული იყო ვიეტნამის რესპუბლიკაში თბოელექტროსადგურის მშენებლობის უფროს ინჟინრად; 1982-1988წწ. მუშაობდა სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "სპეცსაყოფაცხოვრებორემმშენის" მთავარ ინჟინრად; 1988 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7  სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინერი, შემდეგ - მმართველი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.122


გააზიარე: