შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს სამხედრო სასწავლებელი 1927 წელს. 1928 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში თანამშრომლად. 1929-1933წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრის სტუდიაში. 1933-1937წწ. ამავე თეატრის მსახიობი. 1937 წელს ბათუმის თეატრის მსახიობი. პარალელურად 1937-1965წწ. მუშაობდა რკინიგზის კლუბში რეჟისორად. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლს, მეტწილად სახასიათოს. მათგან აღსანიშნავია: ერეკლე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), იბრაგიმ, ხარიტონი (ს. შანშიაშვილის "ანზორი", "ფოლადაური"), ალიოშა (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), დიეგოს, ახმედი (გ. მდივნის "ალკაზარი", "ბრმა"), ზაიცევი (ა. საფრონოვის "მოსკოვური ხასიათი"), ტირეზია (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), კოსტია (ლ. სლავინის "ინტერვენცია"), ხრისტიან ივანოვიჩ (ნ. გოგოლის "რევიზორი"), დე სანტოს (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), მაწანწალა (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ხასანა, ვახტანგი (გ. ნახუცრიშვილის "შეითან ხიხო", "ლადო კეცხოველი"). რაზმაძე (ა. ჩხაიძის "ხიდი'), კაპიტანი, ბეჟანი (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", "იმერეთის ღამეები"), ტიულენინი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), გაგუა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |