შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 21 წლის მანძილზე ემსახურებოდა მშობლიური ხალხური ცეკვის ხელოვნებას. 1945-1950წწ. იყო ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი; 1950-1956წწ. მოღვაწეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1955-1956წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის, 1956-1966წწ. - საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლებში სოლისტად. მაღალი ოსტატობით ასრულებდა: "ქართულს", "ოსურს", "ნეტავი გოგოვ", "პაემანი", "უზუნდარა" და სხვა. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.58; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.250 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |