შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალა, ქობულეთის რაიონი. ცეკვა დაიწყო სკოლის თვითმოქმედ ანსამბლში. შემდეგ ქობულეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის მოცეკვავე იყო; სხვადასხვა დროს ეწეოდა ქორეოგრაფიულ მუშაობას ხულოს სასოფლო კლუბში, ხუცუბნისა და ქაქუთის კულტურის სახლებში, ქობულეთის მოსწავლეთა სახლში და სხვა; 1957 წელს აჭრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის მეექვსე ფესტივალში; მუშაობდა ქობულეთის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოებისა და ანსამბლ "ჩონგურის" ქორეოგრაფად და მოცეკვავედ. ქორეოგრაფი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე 14-ჯერ გახდა ლაურეატი, 10-ჯერ ოქროს, 3-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლების მფლობელი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.63 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |