შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია გეგენავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1963წწ. მუშაობდა სამთო-მომპოვებელ ტრესტ "ჭიათურმანგანუმში" მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1963-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1968-2002წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი, მმართველი; მონაწილეობდა გამამდიდრებელი და ფლოტაციური ქარხნების, ჭიათურის საბაგირო გზების, "მიონის" სამეცნიერო-საწარმოო და თსუ-ს მაღლივი კორპუსების, ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს, ტაბახმელის ბიოკომბინატის, მიუსერის სამთავრობო აგარაკის მშენებლობაში, რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და თბილისის N1 საშუალო სკოლის შენობების სარეკონსტრუქციო-აღდგენით სამუშაოებში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.280 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |