შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კვირკველია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. ექვსი წელი ხელმძღვანელობდა სოფ. ჭიანეთის ხალხური სიმღერების საკოლმეურნეო გუნდს; 1936-1953წწ. ხელმძღვანელობდა გურიანთის გუნდს; 1947 წლის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლისათვის პირველი ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა; მისივე ხელმძღვანელობით ქაქუთის საკოლმეურნეო გუნდი სარაიონო, საოლქო და რესპუბლიკურ დათვალიერებებზე მოწინავეთა შორის იყო და პირველი ხარისხის დიპლომებს ეუფლებოდა; წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბათუმში, ხელმძღვანელობდა სოფელ ლეღვის, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, აჭარის ეთნოგრაფიულ ანსამბლებს; სიცოცხლის ბოლო წლებში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვემო აკეთის კოლმეურნეობის გუნდს ჩაუდგა სათავეში, რომელშიც 70-მდე მონაწილე გააერთიანა; ვარლამ სიმონიშვილთან ერთად აღადგინა რამდენიმე ძველი, დავიწყებული ხალხური სიმღერა; შექმნა საკუთარი სიმღერები: "თვალწარმტაცი გურია", "ბრწყინავს მაისი", "დაუვიწყარ მწვერვალებს", "ოქტომბერი"; აღზარდა მრავალი თვალსაჩინო ლოტბარი და მომღერალი. ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.123 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |